გახარია: ნამახვანჰესის კონტრაქტი ზოგი სხვა მსხვილი ჰესის კონტრაქტზე ბევრად უკეთესია

“ნამახვანჰესის კონტრაქტი რომ შეადაროთ სხვა მსხვილი ჰესების კონტრაქტებს, ზოგთან შედარებით ბევრად უკეთესია. ეს უბრალოდ ფაქტია. ეს კარგი იყო თუ ცუდი, მაშინ უნდა გადაგვეწყვიტა, როდესაც ეს გადაწყვეტილება 2019 წლის აპრილში მიიღეს და ეს კონტრაქტი გაფორმდა. სამწუხაროდ, მაშინ მე შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიყავი და არც მახსოვს ეს კონტრაქტი როგორ გავიდა, ჩემი ბრალია, ჩემი პასუხისმგებლობაა. ეს კონტრაქტი რომ აიღოთ და შეადაროთ სხვა მსხვილი ჰესების კონტრაქტს… ნუ, ეს არ არის გარანტია, რომ ეს კარგია თუ ცუდია. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ენერგოუსაფრთხოება პირდაპირ ჰიდრორესურსზე არის დამოკიდებული. მაგრამ, მეორეს მხრივ, ეს ჰიდრორესურსი ჩვენივე მოქალაქეებისთვის გვჭირდება. ამიტომ პრობლემა აქ არის კომუნიკაცია ხეობის მცველებთან, თუ ეს კომუნიკაცია არ დალაგდა და მოგვარდა, ეს პრობლემა იქნება”, – ასე უპასუხა გიორგი გახარიამ “TV პირველის” ჟურნალისტის, დიანა ტრაპაიძის შეკითხვას ნამახვანჰესთან დაკავშირებით.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგახარია: ჩემთან ერთად გომურზე პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს ვინც შეჭრისკენ მოუწოდებდა
შემდეგი სტატიაუჩა მამაცაშვილი, ოთარ ფარცხალაძე,  ვანო ჩხარტიშვილი, ამ ადამიანებისთვის კარი დაგიკეტავთ?