გახარია: მოდით ჩვენთან, გავერთიანდეთ, რომ ერთად ავაშენოთ სამართლიანი, ძლიერი თანამედროვე სახელმწიფო

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ მოქალაქეებს მიმართა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ კარი ყველასთვის ღიაა პარტიული კუთვნილების და მხარდაჭერის მიუხედავად, ვინც ერთპარტიულ მმართველობას ეწინააღმდეგება და სამართლიანი თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის პრინციპებს იზიარებს.

„თითოეულ ჩვენს მოქალაქეს იმის მიუხედავად, რომელი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი ან წარმომადგენელი იყო, მინდა მოვუწოდო: მოდით ჩვენთან, გავერთიანდეთ იმისთვის რომ ერთად ავაშენოთ სამართლიანი, ძლიერი თანამედროვე სახელმწიფო და იმისთვის, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მივცეთ შესაძლებლობა მოახდინონ ხელისუფლების კონცენტრაცია და ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა დაამყარონ. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი და ამისთვის ჩვენ გამოვიყენებთ იმ თითოეულ ხმას რომელიც ჩვენმა ამომრჩეველმა მოგვცა.“- მიმართა გიორგი გახარიამ მოქალაქეებს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: შეგვიძლია ვებრძოლოთ და დავამარცხოთ აშკარად ერთპიროვნული მმართველობისკენ მიდრეკილი პარტიების მმართველობა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: „ჩვენი მთავარი მიზანი იქნება დაბალანსება და არცერთ ამ ორ ვითომ დაპირისპირებულ, ერთპიროვნული მართვისკენ მიდრეკილ ძალას – არ მივცეთ ძალაუფლების კონცენტრაციის შესაძლებლობა