გახარია – მმართველი პარტია როცა შეთხზული ტყუილებით ცდილობს, შეინარჩუნოს ძალაუფლება, ეს დასასრულის დასაწყისია

არ ვუღალატებთ ჩვენს პრინციპებს, ვიშრომებთ და ვიბრძოლებთ ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენ არ ვებრძვით არავის, არ ვართ არავის წინააღმდეგ, ვიქნებით მხოლოდ საქართველოსთვის მიუხედავად იმისა, რას მოგვიგონებენ, როგორ იჭორავებენ და გაგვლანძღავენ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ გორში, რეგიონული ოფისის გახსნის პრეზენტაციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, ვის რა პოლიტიკური მოსაზრებები აქვს, ყველამ ერთად ააშენოს ძლიერი სახელმწიფო მომავალი თაობებისთვის, რისთვისაც გორიდან იწყებენ პარტია „საქართველოსთვის“ საარჩევნო კამპანიას.

„დღეს ჩვენ შიდა ქართლში, გორში ვხსნით პარტიის ოფისს, ეს არის საქართველოს შუაგულში, გორში პრველი ოფისი და ასე დაიწყება პარტია „საქართველოსთვის“ საარჩევნო კამპანია მუნიციპალური არჩევნებისთვის მონაწილეობის მისაღებად. მინდა, თითოეულ გორელს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ჩვენ არ ვუღალატებთ ჩვენს პრინციპებს, ვიშრომებთ და ვიბრძოლებთ ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების მომავლისთვის, ჩვენ არ ვებრძვით არავის, არ ვართ არავის წინააღმდეგ, ჩვენ ვიქნებით მხოლოდ საქართველოსთვის და საქართველოს მომავლისთვის, მიუხედავად იმისა, რას მოგვიგონებენ, როგორ იჭორავებენ და გაგვლანძღავენ, როგორ ჩაგვიქრობენ შუქს პრეზენტაციის დღეს, რომელიც დღეს აქ მოგვიყვეს მიუხედავას იმისა, რომ დაგვიხურავენ ოფისს, მიუხედავად იმისა, რომ ზეწოლას მახდენენ და სამსახურიდან დაითხოვენ კიარა, უბრალოდ გამოყრიან ადამიანებს, რომლებიც წლებია, საჯარო მოსამსახურეები არიან, ემსსახურებიან სახელმწიფოს და ქვეყანას. მიუხედავად ამისა, ჩვენ გავაგრძელებთ თითოეული მოქალაქის და ქვეყნის მსახურებას, რადგან მგვაჩნია,რომ დღეს ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, ვის რა პოლიტიკური მოსაზრებები აქვს, ყველამ ერთად ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო, ჩვენი მომავალი თაობებისთვის და შვილებისტვის. ამიტომ ვიწყებთ გორიდან პარტია „საქართველოსთვის“ საარჩევნო კამპანიას.

მე ახლა ჟურნალისტი მეუბნება, რომ ზუსტად ისევე, როგორც ბათუმის ოფისის მეპატრონემ, ამ ოფისის მეპატრონემ უკვე შეგვიწყვიტა კონტრაქტის ხელშეკრულება და ჩვენც მოგვიწევს აქედან წასვლა. არა, მე ახლა ვგავარ წამებულს? წამებულს კიარ ვგავარ, ვერანაირი ტყუილებით, ვერანაირი შუქის ჩაქრობით, ოფისებიდან გამოგდებით, ვერანაირი სუს-ის მეთვალყურეობითა და თვალთვალით ჩვენ ვერ შეგვაშინებენ, რადგან როდესაც მმართველი პარტია, ხელისუფლება იმდენად შეშინებულია, რომ თხზავს ტყუილს, შემდეგ ამ ტყუილს ავრცელებს მის მიერ კონტროლირებადი მედიასაშალებებით, შემდეგ ამ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ტყუილზე მისივე პოლიტიკოსები იწყებენ კომენტარების კეთებას, ეს რას ნიშნავს? ეს არის უბრალოდ დაგეგმილი კამპანია, რომ მმართველმა ძალამ თავისი მხარდამჭერები, თავისი პარტიის წევრები დაარწმუნოს, რომ ჯერ კიდევ ჯანზეა და რაღაც შეუძლია, ეს ნიშნავს შეშინებულ ხელისუფლებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიას განმარტებით, როდესაც მმართველი პარტია შეთხზული ტყუილებით ცდილობს, შეინარჩუნოს ძალაუფლება და ხელისუფლება, ეს დასასრულის დასაწყისია.

„როდესაც ხელისუფლება, მმართველი პარტია შეთხზული ტყუილებით ცდილობს, შეინარჩუნოს ძალაუფლება და ხელისუფლება, ეს დასასრულის დასაწყისია. ამიტომ მე წამებულის მანტიას კი არ ვირგებ, გეუბნებით, რომ პარტია „საქართველოს“ დღეს ჰყავს ყველაზე განათლებული, ყველაზე კეთილსინდისიერი, ყველაზე ახალგაზრდა, ყველაზე ეფექტიანი და ეფექტური ადამიანები თავის რიგებში. ამ ადამიანების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, ეს ადამიანები ყველანაირი შიშის გარეშე პირველად სხდებიან ეთერებში, დებატებში, ახალგაზრდა პოლიტიკოსები გამოცდილ პოლიტიკოსებთანდა იგებენ ამ დებატებს. უფრო მეტიც, იწვევენ მაგალითად, მათ შორის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც. ნუ ღელავთ, ახალ ოფისს ავიღებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშივაკის პარკში მიმდინარე სამუშაოების ნაწილი დასრულებულია
შემდეგი სტატიაგახარია – ბრიუსელსა და აშშ-ში ვიზიტების დროს „ქართული ოცნება“ ჩვენი დასაცავი გახდა