გახარია: „მივდივარ იქამდე, რომ „ნაცები“ ჩვენი დასამარცხებელი იქნება, ამას „ქართული ოცნება“ არც და ვერც გააკეთებს“

გახარია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების შინაარსით შევსება მისი პარტიის გასაკეთებელი იქნება.

„ქართული პოლიტიკა შინაარსისგან დაცლილია ორი ქართული პოლიტიკისგან გადაბერებული, ქართული რეალობის გუშინწინდელი და გუშინდელი დღე ერთმანეთთან ჭორაობით ავსებენ ვითომ პოლიტიკურ სივრცეს და სინამდვილეში მათი მიზანი არის მარტივი – პოლიტიკური ველი სრულად ჩაკეტონ, რომ ახალი თაობის პოლიტიკოსები არ გაჩნდნენ. ამაში მიშა სააკაშვილისა და დღევანდელი მმართველი პარტიის ინტერესებს სრულად ემთხვევა. ისინი ისე ავსებენ ერთმანეთს, რომ ერთმანეთის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ.

მივდივარ იქამდე, რომ „ნაცები“ ჩვენი დასამარცხებელი იქნება, ამას „ქართული ოცნება“ არც და ვერც გააკეთებს. საბოლოო ჯამში ქვეყნის პოლიტიკური წესრიგი შინაარსით შეივსოს, ჩვენი გასაკეთებელი იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ „ამერიკის ხმასთან“.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ბოლო პერიოდში, ქართულ ოცნებას უჭირს კონკურენტებთან ოპონირება, და ძალიან ემსგავსება ნაციონალურ მოძრაობას
შემდეგი სტატიაგახარია -მომეჩვენა, რომ ბატონი ბიძინა იმ მომენტში რამოდენიმე ჩემი კაბინეტის მინისტრს მართავდა, ამის გასარკვევად ვრეკავდი