გახარია: მცხეთაში მშენებლობასა და პრივატიზაციასთან დაკავშირებით დაწესებულ მორატორიუმზე დაბალანსებულ გადაწყვეტილებას მოვძებნით

მცხეთაში მშენებლობასა და პრივატიზაციასთან დაკავშირებით დაწესებულ მორატორიუმზე დაბალანსებულ გადაწყვეტილებას მოვძებნით; პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, 2021 წელს უნდა დავსხდეთ, კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ და შეუძლებელია, გამოსავალი ვერ ვიპოვოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მისი თქმით, გამოსავალი მარტივია – იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის შენარჩუნება და მოსახლეობისთვის ჟანგბადის მიცემა.

„საჭიროა კომპრომისი როგორც მოსახლეობიდან, ასევე იუნესკოდან და სახელმწიფოდან. ჩვენ მზად ვართ ამ კომპრომისისთვის, უბრალოდ უნდა დავსხდეთ და ამ კომპრომისის პირობები განვსაზღვროთ ელემენტარულად იმისთვის, რომ ის დაპირება, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს მივეცით, შევასრულოთ, ვიდრე გენერალური გეგმა დამტკიცდება, რომ ეს სივრცე რაღაცნაირად ამოვავსოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ღვინის ზოგიერთი მწარმოებელი მოგების გამო უკიდურესად დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის, ქართული ღვინის რეპუტაციას და ლევან დავითაშვილს მოვუწოდებ, ამ მიმართულებით იყოს უაღრესად მკაცრი, რადგან აქ საუბარია ქვეყნის რეპუტაციაზე
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – 2 მილიონმა ამომრჩეველმა განა მარტო ჩვენ და ოპოზიციას მისცა ხმა, მან ხმა მისცა იმას, რომ ქვეყნის პოლიტიკა უნდა კეთდებოდეს და წყდებოდეს პარლამენტში და არა – ქუჩაში