გახარია ლელოსთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს

ყოფილი პრემიერმინისტრი, პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია ლელოსთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

პალიტრანიუსის ეთერში მან თქვა, რომ ყველაზე ახლო პარტია მათთვის ლელოა, ხოლო მისი პარტია თანამშრომლობისთვის ღიაა.

“ჩვენ ბევჯერ გვითქვამს და ვამბობთ, რომ ყველა იმ პოლიტიკური ძალიდან, რომელიც დღეს საქართველოს პოლიტიკურ ველზე არსებობს, ჩვენთვის ყველაზე ახლო ლელოა, მაგრამ მათ მაგივრად მე გადაწყვეტილებას ხომ ვერ მივიღებ”, – თქვა გახარიამ.

წამყვანმა მას ჰკითხა, იქნება თუ არა გაერთიანების წინააღმდეგ, რაზეც გახარიამ უპასუხა:

“გაერთიანებამდე სანამ მიხვალ, რაღაც ელემენტარული თანამშრომლობაზე უნდა… ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვესმის, რომ ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. რაც მთავარია, არჩევნებს თავი რომ დავანებოთ, ქვეყნის ევროპული მომავალი არის დასაცავი”.

გახარიას თქმითვე, მისთვის ერთიან სიაზე საუბარი ღიმილის მომგვრელია.

“რაღაც დიდ გლობალურ გაერთიანებაზე რომ საუბრობენ, რაღაც ერთიან სიებზე და სხვადასხვა ფორმებზე, ეს ჩემს ღიმილს იწვევს ხოლმე ყოველთვის იმიტომ, რომ გუშინ დაშლილი პარტიები ვერ ნახულობენ ერთმანეთთან საერთო ენას, მერე იქიდან რაღაც პრეტენზიებს ან კითხვებს მე რომ მისვამენ, ამაზე ღიმილის მეტს ვერაფერს ვპასუხობ”, – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაში“ლერი დარჯანიას ოცნების “ტიტუშკები” დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ”- აქტივისტი დათუნა დანელია
შემდეგი სტატიარუსეთის ინტერნეტ-გამოცემის, News.ru-ს კორესპონდენტი ნიკიტა ციცაგი დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედართან დაიღუპა