გახარია: კომისიამ უნდა გამოკითხოს გავრილოვის ჩამომყვანი, რომელიც მერე გაიპარა

“კომისიამ უნდა გამოკითხოს გავრილოვის ჩამომყვანი, მისი მასპინძელი, ადამიანი, რომელმაც აიღო ყველა სახის გარანტია და პასუხისმგებლობა თავის თავზე, რომ გავრილოვის ჩამოყვანის შედეგად შექმნილი რისკები არ იქნებოდა დამაზიანებელი და იქნებოდა მართვადი და ამის შემდგომ დაჯდა და გაიპარა.

მე ვთვლი, რომ უნდა გამომკითხოთ გენერალური პროკურორი, რომელიც ამდენი ხანი იძიებდა ამ საქმეს და სტრასბურგმა სწორედ ამაზე მიანიშნა, რომ გამოძიება არის გახანგრძლივებული. მე ვთვლი, რომ უნდა გამოკითხოთ სუსის ხელმძღვანელი, რომელსაც წინასწარ უნდა გადაეზღვია ეს რისკები და ინფორმაცია მიეწოდებინა სხვადასხვა უწყებებისთვის,-აცხადებს გახარია.

banner
წინა სტატიაშიგახარია წულუკიანს: გაგახსენებთ თქვენს სიტყვებს, რომ მელიას დაკავება იქნებოდა შეცდომა
შემდეგი სტატიადააგროვე შენი მიზნებისთვის – თიბისის ანაბრების კამპანია