გახარია: კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია
სხვა სტატიები
- ანა ნაცვლიშვილი : თეა წულუკიანის მიმართ არსებობს ძალიან ბევრი დასაბუთებული პრეტენზია
- (video) პრეზიდენტი:თავდასხმის ობიექტი გახდა ორი ძირითადი პოლიტიკური პარტია – ,,ქართული ოცნება“ და ,,ნაციონალური მოძრაობა“
- იან კელი გაეროს რეზოლუციაზე: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დოკუმენტს, მხარს ყოველთვის დავუჭერთ
კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა – მიუღებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ტვიტერში“ წერს.
როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, საქართველო სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს.
„სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს.
კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა – მიუღებელი.
გვჯერა შეერთებული შტატების დემოკრატიის ძალის და დარწმუნებულნი ვართ, რომ საბოლოო ჯამში დემოკრატიული ინსტიტუტები გაიმარჯვებენ“, – აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.