გახარია ივანიშვილზე: მქონდა კომუნიკაციის მცდელობა როდესაც დავრწმუნდი, რომ ადამიანები რომლებიც ამას ვერ გაბედავდნენ – ერეოდნენ ჩემს კომპეტენციაში.

,,ერთი რამე მინდა იცოდეთ – ახლა აქ კიდევ ბევრს ჭორაობენ – მე არცერთი პროცედურული ნაბიჯი პარტიის წინაშე არ დამირღვევია. მე როდესაც ვნახე რომ პარტიის დღევანდელ ხელმძღვანელობასთან კომპრომისი ვერ ვიპოვე – მოვითხოვე პოლიტსაბჭოს შეკრება დილით ადრე – და ეს ხდება 18-ში დილით ადრე. შესაბამისი ინფორმაცია გავაგზავნე, იმიტომ რომ მე ვერ მივაღწიე ამასთან ამასთან ამა და ამ საკითხზე შეთანხმებას, გთხოვთ სასწრაფოდ მოვიწვიოთ პოლიტსაბჭო სადაც გაგაცნობთ ჩემს პოზიციას და დავაფიქსირებ ჩემს პოლიტიკურ პოზიციას. უარი მითხრეს. „ – განაცხადა გიორგი გახარიამ ,,ტვ პირველის’’ ეთერში

გახარიამ გადაცემა ,,რეაქციას“ ეთერში ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციას შესახებაც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ მას ბიძინა ივანიშვილთან კავშირი არ ჰქონია მას შემდგომ, რაც ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება. ბიძინა ივანიშვილი კი მის საქმიანობაში არასდროს ერეოდა.

,,მე მქონდა მცდელობა დაკავშირების სწორედ მაშინ, როდესაც დავრწმუნდი, რომ ადამიანები, რომლებსაც ამის არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდათ და ვერასოდეს ამას ვერ გაბედავდნენ – ერეოდნენ ჩემს კომპეტენციაში. მქონდა მცდელობა დაკავშირების იმისთვის, რომ გამერკვია რა ხდებოდა. ეს კავშირი ვერ შედგა და ამის შემდგომ მე დავუძახე ჟურნალისტებს და გავაკეთე ის განცხადება რომელიც გავაკეთე.“ – ამბობს გახარია.
„მე არ დამირეკავს იმისთვის,რომ უნდა მეთქვა გადავდგები ან არ გადავდგები – ასეთი აზრიც არ მქონია… რეალურად არ დაგავიწყდეთ რომ მე პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარმადგინა ბიძინა ივანიშვილმა. მე რა თქმა უნდა როგორც ყველა ობიექტური და გონიერი ადამიანი, ვაფასებ იმ ღვაწლს რომელიც ამ ადამიანს ამ ქვეყნის წინაშე აქვს. რა თქმა უნდა ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნებოდა მე როდესაც კითხვა მქონდა – ამ კითხვაზე პასუხი არ მომეთხოვა… ის რომ მე იმ კითხვაზე – ჩემ კითხვაზე რაც მქონდა მე პასუხი ვერ მივიღე – ჩემთვის ესეც პასუხი იყო და შესაბამისად მივიღე ის გადაწყვეტილება – მე თავისუფლების ეს ხარისხი ყოველთვის მქონდა და მე ვიცი რომ ივანიშვილიც ამ ხარისხს აფასებდა. ახლა დღეს რაც ხდება – ეს არის პოლიტიკური პროცესი. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო – მე მოღალატეს დამიძახებენ თუ თვალთხარიას, მე ვიცი რომ დღეს ის კაცი უბრალოდ აიძულეს, რომ ესეთი განცხადება გაეკეთებინა.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: ჩემთვის ნაციონალური მოძრაობა არის გუშინწინდელი დღე, ოცნებამ კი ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გუშინდელი დღე გახდა!
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: 20 ივნისი ჩემი ტვირთია და მე ვატარებ