9.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

გახარია: ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, რუსული ჰიბრიდული ომია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ Twitter-ში) პოსტს აქვეყნებს.

გახარია საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, პროცესებს მეტი სიფხიზლით დააკვირდნენ და ყურადღება გამახვილდეს მოსალოდნელ საფრთხეებზე:

„დასავლელი პარტნიორების მხრიდან ამ საფრთხის არასათანადოდ შეფასება ისეთივე საბედისწერო შეცდომა იქნება, როგორიც 2008 წლის ომზე არაადეკვატური რეაგირება იყო — რამაც ტრაგიკულად განაპირობა ყირიმის მოვლენები 2014 წელს და უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 2022 წელს.

თუ რუსეთი საქართველოში ამ ჰიბრიდულ ომს მოიგებს, შედეგები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება; შემდეგი სამიზნე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები და აღმოსავლეთ ევროპა იქნება. არ გაიმეოროთ იგივე შეცდომა!“ — წერს გიორგი გახარია.

ცნობისთვის: საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს არის ჩანიშნული. განხილვის დაჩქარებული გრაფიკი დასავლელი პარტნიორებისა და ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკის საგანი გახდა.

banner
წინა სტატიაში“ძლიერი საქართველო – ლელო”: “ოცნებას” შეუძლია გააუქმოს პარტია, მაგრამ ვერ გააუქმებს ქართველ ხალხს
შემდეგი სტატიარას ჰყვება ზუგდიდში დაჭრილი ცნობილი ტიკ-ტოკერი თავდასხმაზე