6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

გახარია: გუშინ ბრიუსელში ირაკლი კობახიძემ საჯაროდ გამოავლინა ის, რაც საქართველოში ყველამ დიდი ხანია იცის

ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში გამოავლინა სრული არაკომპეტენტურობა და რეალობისგან სრული მოწყვეტა, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი მტკიცებით, „ქართული ოცნება“ ღიად აღიარებს, რომ არავითარი გეგმა არ გააჩნიათ და არც ქცევის შეცვლას აპირებენ.

„ისინი დიდი ხანია ბრიუსელს ადანაშაულებენ ურთიერთობების ჩიხში შეყვანაში, თუმცა ახლა უკვე მართლაც საგანგაშოა, რომ ისინი ღიად აღიარებენ – არავითარი გეგმა არ გააჩნიათ და არც ქცევის შეცვლას აპირებენ; ისინი უბრალოდ ელიან, რომ შეიცვლება ბრიუსელი და ევროკავშირის მთელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა”, – წერს გახარია.

მისი თქმით, საქართველოს ევროპული მომავალი მძევლად ჰყავს აყვანილი ავტორიტარულ, არაკომპეტენტურ რეჟიმს, რომელიც ევროპულ ღირებულებებს ებრძვის.

„საქართველოს ევროპული მომავალი მძევლად ჰყავს აყვანილი ავტორიტარულ, არაკომპეტენტურ რეჟიმს, რომელიც ებრძვის ევროპულ ღირებულებებს და, ამავდროულად, მოითხოვს, რომ ევროკავშირი მის წესებს დაემორჩილოს“,- წერს გახარია.

banner
წინა სტატიაშიბარსელონა-მოდლინის თვითმფრინავში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიანინო ნადირაძე: ჩემი „რესპექტი“ მინდა დავუფიქსირო ირაკლი კობახიძეს, რომელმაც გასაოცარი დიპლომატია და მოთმინება გამოიჩინა გუშინ