გახარია: გარეჯის საკითხის პოლიტიზირება ჩვენი ქვეყნისთვის მაღალი რისკის შემცველია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზება ქვეყნისთვის უაღრესად მაღალი რისკის შემცველია.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იმდენად სენსიტიური საკითხია, რომელზეც, ყველას უნდა ეყოს პასუხისმგებლობა და დაელოდოს იმ საგამოძიებო პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს. მან აქვე ხაზი გაუსვა, რომ ეს ეხება ყველას და უნდა იყოს საერთო სახელმწიფოებრივი მიდგომა.

„ჩვენ, ყველამ, თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი ნაბიჯისგან, ნებისმიერი სიტყვისგან, რომელმაც შეიძლება, თეორიულადაც კი, დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზირებას შეუწყოს ხელი. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ გარეჯის მომავალსაც და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობასაც. რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის უაღრესად სენსიტიური საკითხი. თითოეულ სიტყვას აქვს, არა მხოლოდ პოლიტიკური, სოციალური, ან ისტორიული მნიშვნელობა, მას პირდაპირი მნიშვნელობა ექნება იმ პროცესებზე, რომელიც პრაქტიკული მნიშვნელობის არის“ – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიგზავნილების უპრეცედენტო გათამაშება საქართველოს ბანკისგან
შემდეგი სტატიაგახარია: დღეს საქარველოს მოქალაქემ, თავისი მანდატის ფარგლებში, თქვა რომ, დეპუტატის ადგილი არის პარლამენტში