გახარია: გამოძიების დასრულებამდე არ გადავდგები

„ვიდრე არ იქნება დასმული წერტილი და არ გაეცემა პასუხი ამ პროპორციულობის ნაწილს მე ვარ აქ“, განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეწამყვანებთან შეხვედრაზე, როდესაც მის პასუხისმგებლობაზე ჰკითხეს 20 ივნისს აქციის დაშლისას ადამიანების მძიმედ დაშავების გამო.

„ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, რა თქმა უნდა, არის ჩემი პასუხისმგებლობა მისი დაწყებიდან დასრულებამდე. ამ პასუხისმგებლობას მე არ გავურბივარ. ასევე ჩემი პასუხისმგებლობაა რაც დღეს საზოგადოებაში ხდება და როდესაც სახალხო სასამართლოს ვუწყობთ ცალკელ ადამიანებს, მათ შორის პოლიციელებს მაშინ, როცა სამართლებრივი პროცედურები არც კი დაწყებულა, ესეც ჩემი პასუხისმგებლობაა.

ის ადამიანები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ასრულდებდნენ საკუთარ ფუნქციას და იცავდნენ სახელმწიფო ინსტიტუტს, სამოქალაქო სიმშვიდეს ამ ქალაქში და იძულებული გახდნენ, გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა, საზოგადოების მხრიდან შესაბამისად უნდა იყვნენ შეფასებულები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, პროპორციულობის ნაწილში არსებობს გარკვეული კითხვები გარკვეულ ეპიზოდებთან, რომელიც ასევე არის დეტალურად გამოსაძიებელი.

„აბსოლუტურად მკაფიოდ ვყოფ სამართლებრივ და პოლიტიკურ ნაწილს. სამართლევრივი ნაწილი მისაყვანია ბოლომდე და ამას არ იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მზად ვართ მასში ჩაერთოს როგორც სახალხო დამცველი, ასევე ყველა დაინტერესებული მხარე.

„ვიდრე არ იქნება დასმული წერტილი და არ გაეცემა პასუხი ამ პროპორციულობის ნაწილს მე ვარ აქ. დავიცავ თითოეულ პოლიციელს, რომელსაც დღეს ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე ცდილობს, რომ ბულინგის სახით მოუწყოს სასამართლო“, – თქვა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგახარია: არც ერთი ტყვია, რომელიც აკრძალულია კანონით, გამოყენებული არ ყოფილა
შემდეგი სტატიაენგურის ადმინისტრაციულ საზღვარზე აფხაზები შეზღუდვებს აწესებენ