„გახარია ერთი კვირის წინ გვაყრიდა ტყვიებს თვალებში, დღეს შეგვაყარა ნაცარი” – აქციის მონაწილეები ივანიშვილის რეზიდენციას უახლოვდებიან

აქციის მონაწილეები ივანიშვილის რეზიდენციას უახლოვდებიან.
ქციის ორგანიზატორების თქმით, ახალგაზრდები არ დაიღლებიან, სანამ მიზანს არ მიაღწევენ. აქციის მონაწილეები შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

მათი თქმით, შს მინისტრის გადადგომას შეუძლია ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანოს.

„შევეცდებით, რომ ახლოს მივიდეთ მის სახლთან, მშვიდობიანად, არანაირი გადაცდომა ჩვენგან არ იქნება, გინების ნატამალიც კი არ იქნება, ძალადობაზე არ არის ლაპარაკი,“ – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებებსაც გამოეხმაურნენ და ამბობენ, რომ მინისტრი მათ თვალში ნაცარს აყრის.

„ერთი კვირის წინ გვაყრიდა ტყვიებს თვალებში, დღეს შეგვაყარა ნაცარი. ბიძინა ივანიშვილს არ დავაძინებთ, სანამ არ შეისმენს ამდენი ათასი ადამიანის ხმას,“ – ამბობს თათუშა არველაძე.

banner
წინა სტატიაშიზოგიერთი ჩვენი მოქალაქე ცდილობს, პოლიციელებს ბულინგის სახით მოუწყოს სახალხო სასამართლო, რაც მიუღებელია
შემდეგი სტატია“ჩვენ იქამდე არ გავჩერდებით, სანამ გახარია არ გადადგება” – მარიამ გეგუჩაძე