გახარია: დისტანციურად განათლების სისტემა არ არის დღეს მზად, სრულფასოვანი განათლება მისცეს ჩვენს ბავშვებს
სხვა სტატიები
- საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიიღო
- გახარიას დაევალებოდა ალბათ აღსრულება, მაგრამ ბრძანება წამოვიდოდა ივანიშვილისგან – ანალიტიკოსები რეზინის ტყვიების გამოყენებაზე
- “ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ მკაფიოდ დაადასტურა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ევროპისთვის”- აბაშიშვილი
“ის, რომ დისტანციურად განათლების სისტემა არ არის დღეს მზად, სრულფასოვანი განათლება მისცეს ჩვენს ბავშვებს, ეს ფაქტია და აქ თავი არ უნდა მოვიტყუოთ. 26 აპრილამდე ჩვენ თუ შევძელით საგანმანათლებლო პროცესის აღდგენა, მაშინ ერთი სცენარი გვაქს, და თუ ვერ შევძელით, ეს არის მეორე სცენარი, რომელიც უახლოეს დღეებში განათლების სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს. ჩვენ დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ეჭვი მეპარება, რომ არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ამ გამოწვევას ერთ თვეში ან ორ თვეში შესაბამის დონეზე უპასუხებენ“, – ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.