გახარია – დღეს რუსული ფაშიზმი კაცობრიობის მთავარ მონაპოვარს – თავისუფლებას საფრთხეს უქმნის

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 77 წლისთავს ულოცავს და სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსული ფაშიზმი თავისუფლებას საფრთხეს უქმნის.

გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ საერთო გამოწვევების ფონზე, მიზნის მისაღწევად, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება საქართველოსთვის, უკრაინასთვის და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება.

„ნაციზმზე გამარჯვება კაცობრიობის ბოროტებაზე გამარჯვება იყო. 1950 წლის 9 მაისს, რობერტ შუმანმა დეკლარაცია წაიკითხა და ევროპული ინტეგრაციის პროცესი ოფიციალურად დაიწყო. მას შემდეგ ევროპელები მშვიდობიან, თანამშრომლობასა და განვითარებაზე ორიენტირებულ კონტინენტზე ცხოვრობენ.

სამწუხაროდ, დღეს რუსული ფაშიზმი კაცობრიობის მთავარ მონაპოვარს – თავისუფლებას საფრთხეს უქმნის.

ჩვენ გვჯერა, რომ ევროპაში მშვიდობის და ევროკავშირის დამფუძნებელი ღირებულებების დაცვის საუკეთესო გზა სწორედ ერთიანობაზე გადის.

ჩვენი საერთო გამოწვევების ფონზე, მიზნის მისაღწევად, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება საქართველოსთვის, უკრაინასთვის და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიიღოს ეს ისტორიული გადაწყვეტილება!

გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 77 წლისთავს.

განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს უძვირფასეს ვეტერანებს.

პატივს მივაგებთ საქართველოს იმ 300 000 შვილს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლით უდიდესი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვების მოპოვებაში“,-წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიკრასნოიარსკში მასშტაბური ხანძარია, სოფლებში საცხოვრებელი სახლები იწვის – გერაშენკო
შემდეგი სტატიაანზორ მარგიანმა დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა