“გახარია და სააკაშვილი ვაშინგტონში ერთმანეთს შეხვდნენ”

გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის, შეერთებულ შტატებში, კონსპირაციული შეხვედრა შედგა. ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეერთებულ შტატებში “ნაციონალური მოძრაობისა” და პარტია “საქართველოსთვის” დელეგაციები ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ.

შედგა თუ არა რაიმე ტიპის შეხვედრა გიორგი გახარიასა და ნიკა მელიას შორის, უცნობია, თუმცა იმას, რომ ყოფილი პრემიერი იმავე სასტუმროში იმყოფებოდა, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე – ადასტურებს, ასევე, ვაშინგტონში მყოფი თინათინ ბოკუჩავა. თუმცა იმასაც ამბობს, რომ სასტუმროდან გიორგი გახარია “გაიქცა”.

სასტუმროს ტერიტორია გიორგი გახარიამ უკვე დატოვა. ასევე, ამავე სასტუმროში – The Mayflower Hotel-ში ჩავიდა მიხეილ სააკაშვილიც, თუმცა მან კომენტარი არ გააკეთა.

banner
წინა სტატიაში1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1549 ლარი გახდა
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი: ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილსა და გიორგი გახარიას შორის სავარაუდოდ შეხვედრა შედგა