გახარია: ჩვენი პარტიის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც შეუძლია, თვალი გაუსწოროს სიმართლეს

მინდა, მივმართო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და გითხრათ, რომ ჩვენი პარტიის კარი ღიაა თითოეული თქვენგანისთვის, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პარტიის სადამფუძნებლო კონფერენციაზე.

„ჩვენი პარტიის კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც შეუძლია, თვალი გაუსწოროს სიმართლეს, რომელსაც ჰყოფნის სითამამე, ეს სიმართლე წარმოთქვას და აღიაროს ქვეყნის, მოქალაქეების წინაშე და რომელსაც შესწევს ძალა, არა სხვებზე ხელის გაშვერით და მითითებით, არამედ ყოველდღიური ქმედებით, თავის თავზე პასუხისმგებლობის აღებით, ყოველდღიურად იშრომოს, ემსახუროს სახელმწიფოს.

სახელმწიფოს, რომელმაც უნდა დაიცვას თითოეული ჩვენი მოქალაქე და სახელმწიფოს, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი სამშობლო დღეს გლობალურად უზარმაზარი გამოწვევების ეპოქაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგახარია: არასოდეს არავის პროექტი არ ვყოფილვარ, მითუმეტეს მომავალში არ ვიქნები
შემდეგი სტატიაგახარია: ჩვენ არ ვითანამშრომლებთ არავისთან, სადაც რადიკალურ ტენდენციებს დავინახავთ