გახარია: ჩემთან ერთად გომურზე პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს ვინც შეჭრისკენ მოუწოდებდა

“მაკო გომურთან მიმართებით ჩვენ რომ სამართლიანად მივუდგეთ საკითხს, ჩემთან ერთად პასუხისმგებლობა, როგორც მინიმუმ, მორალური მაინც უნდა გაიზიაროს ვინც მაკო გომურს მოუწოდებდა იქ შეჭრაზე”. – ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერმინისტრმა და პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ მთავარი არხის ჟურნალისტის, თამარ ბაღაშვილის კითხვას 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებისას დაზარალებულების შესახებ.

“მაკო გომური, ეს არის ტრაგედია, მაგრამ მე წარმომიდგენია და მინდა გთხოვოთ, თქვენც წარმოიდგინოთ რა მოხდებოდა მაშინ, როდესაც ეს მოძალადე რაზმები, რომლებიც ჩვენმა მოსახლეობამ ტელევიზიით ნახა, შეჭრილიყვნენ პარლამენტში”, – განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგახარია: ჩემზე მნიშვნელოვანი არ იყო გომელაური, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით ისეთი შიდა დაპირისპირება დაიწყებოდა ქვეყანაში, რომლიდან გამოსვლაც იქნებოდა ბევრად უფრო რთული
შემდეგი სტატიაგახარია: ნამახვანჰესის კონტრაქტი ზოგი სხვა მსხვილი ჰესის კონტრაქტზე ბევრად უკეთესია