“გახარია ბიძინა ივანიშვილის მაფიოზა, ბიზნეს-მენეჯერია” – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი გიორგი გახარიას შს მინისტრის პოსტზე წარდგენას ეხმაურება:
,,ეს პიროვნება ბიძინა ივანიშვილის მაფიოზა, ბიზნეს-მენეჯერია რუსეთის ფედერაციაში და სამართალდამცავობასთან ისეთივე შეხება აქვს როგორც ვირს საკურთხეველთან. აღნიშნული საკადრო გადაწყვეტილება ნიშნავს იმას რომ პოლიცია საბოლოოდ გადაიქცევა ბანკირთა პირადი დაცვის ორგანოდ ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკური დევნისა და არჩევნების გამყალბებელ ოფიციალურ სინდიკატად. ივანიშვილის დიქტატურა ქვეყანაში სრული სვლით მოემართება”- აცხადებს ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : დარწმუნებული ვარ, რეფორმები და ცვლილებები ძალიან პოზიტიურ გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე
შემდეგი სტატიასოხუმს ნაურუს პრეზიდენტი სტუმრობდა