გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელად რამდენიმე პირი მოიაზრება. არაოფიციალური ინფორმაციით, მათ შორის არიან: გიორგი გახარია, მამუკა ბახტაძე და მაია ცქიტიშვილი.
გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა. მიზეზად კვირიკაშვილმა მასსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.
პრემიერი-მინისტრის გადადგომის პარალელურად, უფლებამოსილება შეუწყდა მინისტრთა კაბინეტის მთელს შემადგენლობას.
საპარლამენტო უმრავლესობამ მთავრობის ახალი შემადგენლობა პრეზიდენტს 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა ასევე 7 დღეში უნდა წარუდგინოს მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს.
ჯერ კიდევ გუშინ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული სხდომის დასრულების შემდეგ ყველა ლიდერი უარყოფდა, რომ პრემიერი გადადგომას აპირებდა. დღეს დილით კი პარლამენტის წევრების ნაწილმა მას მოუწოდა, რომ თანამდებობა დაეტოვებინა.