გახარია აშშ-ს დახმარების შესაძლო შეჩერებაზე: ამაში სასიამოვნო არაფერი არ არის

„ამაში სასიამოვნო არაფერი არ არის“ – ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15 %-ის შესაძლო შეჩერებას.

მისი განცხადებით, საქართველოში არსებული პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყნის გარეთაც გადის. როგორც გახარია განმარტავს, “ქართული ოცნებისთვის” სიგნალი ის შეფასებებია, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ქართული დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, საერთაშორისო პლატფორმრბზე გაკეთებულა.

„ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა ამაში სასიამოვნო არაფერი არ არის. ის პუნქტები, რომლებიც იქ არის ჩამოთვლილი, საქართველო ყოველდღიურად პროგრესირებს და ეს ჩვენმა კოლეგებმა კარგად იციან. სამწუხაროდ ჩვენი პოლიტიკური შიდა დაძაბულობა, როგორც ჩანს გარეთაც გადის. მსგავსი ინტერპრეტაციები მახსოვს, როდესაც საუბარი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ცვლილებების მიღების შემდგომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები იყო შესანიშნავი, დაინახეს, რომ ქართული დემოკრატია პროგრესირებს.

წინ გვაქვს არჩევნები, რომელიც უნდა ჩავატაროთ დემოკრატიულად, სრულად, გახსნილად, ღიად და კონკურენტულ გარემოში.

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩვენი ყველაზე ახლო სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები. მათი მხრიდან ნათქვამი თითოეული საკითხი ჩვენთვის არის ყურადსაღები. სამწუხაროდ ეს პროცესი ზოგიერთი ჩვენი ვაი პოლიტიკოსის გამო ხდება მცდელობები, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩათრეული ამ პოლიტიკურ დაპირისპირებებში.

ქართული ოცნებისთვის სიგნალი არის ის შეფასებები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ქართული დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, საერთაშორისო პლატფორმებზე გაკეთებულა“, – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგახარია: შაქარაშვილის საქმით პოლიტიკური სპეკულირება ამორალურია
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : ყველას უნდა გვესმოდეს, რომ კარგად ჩატარებული არჩევნები არის საერთო მიზანი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია იქნება, თუ მმართველი პარტია