გახარია: არჩევნების წინა დღეს ჩვენ ვიხილეთ გასაოცარი მასკარადი

„არჩევნების წინა დღეს ჩვენ ვიხილეთ გასაოცარი მასკარადი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ეს მოხდა სიმბოლურად 1-ელ ოქტომბერს და არჩევნებამდე რამოდენიმე საათით ადრე, როდესაც სააკაშვილის მიერ მოწყობილმა ამ პოლიტიკურმა მასკარადმა, რა თქმა უნდა, მიზნად დაისახა ჩვენი ამომრჩევლების გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენა.“ – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„ეს იყო წარსულის ორი პოლიტიკური პარტიის მიერ დაგეგმილი ერთობლივი სპეცღონისძიება, რომლის მიზანიც იყო შეცდომაში შეეყვანათ ჩვენი ამომრჩევლები. ჩვენთვის ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა რომელი ერთპიროვნული მმართველი იყო ამის დამგეგმავი და ვინ იყო ამ სცენარის ავტორი, მაგრამ შედეგი არის ისეთი, როგორიც არის. სიმბოლურია, რომ ეს ყველაფერი მოხდა არჩევნებამდე სულ რამოდენიმე საათით ადრე. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ამ მასკარადის მოწყობით ოცნებამ ფაქტობრივად გააცოცხლა ნაციონალური მოძრაობა, რომლის აქტუალურობა დაკარგული იყო.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: „ჩვენი მთავარი მიზანი იქნება დაბალანსება და არცერთ ამ ორ ვითომ დაპირისპირებულ, ერთპიროვნული მართვისკენ მიდრეკილ ძალას – არ მივცეთ ძალაუფლების კონცენტრაციის შესაძლებლობა
შემდეგი სტატია​Bloomberg-ის ინფორმაციით, Facebook-მა დაადგინა, რომ აპლიკაციისა და სერვისის გათიშვა, გამოწვეულია ჩინეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჰაკერების ჯგუფი მიერ