გახარია: არ არის ახლა სწორი მთავრობაზე თავდასხმა და იმის გარკვევა, ვინ, როდის, რა შეცდომა დაუშვა

დღეს არ არის დრო, ვარკვიოთ, ვინ რაშია დამნაშავე, დღეს არის დრო, ყველამ ზედმიწევნით შევასრულოთ ელემენტარული წესები, რათა ოჯახის წევრები, ხანდაზმულები, ბავშვები დავიცვათ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს ეპიდემიოლოგიური ვითარებას იმდენად არის დამძიმებული, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა ელემენტარული წესები დაიცვას.

„დღეს არ არის იმის დრო, ვარკვიოთ ვინ რაშია დამნაშავე, დღეს არის იმის დრო, რომ ყველამ ზედმიწევნით შევასრულოთ ელემენტარული წესები, რათა ოჯახის წევრები, ხანდაზმულები, ბავშვები დავიცვათ. არ არის ახლა სწორი მთავრობაზე თავდასხმა და იმის გარკვევა, ვინ, როდის, რა შეცდომა დაუშვა. ეს ცოტა მოგვიანებით შეიძლება გავაკეთოთ, როდესაც ამ მძიმე ეპიდემიოლოგიური კრიზისიდან გამოვალთ. ახლა ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაში“არავინ მოგცემთ უფლებას, კაცობრიობის არსებობას საფრთხე შეუქმნათ” – ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელი წერილს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაანა დოლიძემ პარტიის გუნდის პრეზენტაცია გამართა