გახარია ადასტურებს, რომ გორში ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში, იაგო ნებიერიძე მონაწილეობდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ გორის ცენტრალურ პარკსა და მის მიმდებარე ტერიტორიზე მიმდინარე სამძებრო ოპერაცია 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვს და იაგო ნებიერიძის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას უკავშირდება. გახარიას თქმით, გორის ცენტრალურ პარკში ჩატარდა სპეციალური საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელშიც იაგო ნებიერიძეც იღებდა მონაწილეობას.

“ექსპერიმენტი ეხება მოვლენას შემთხვევას, რომელიც მოხდა 2004 წელს, ეს ის, რისი თქმაც მე დღეს შემიძლია და სხვა არანაირი სტატუსი ან ვინმე სხვა პირს, ან იაგო ნებიერიძეს ამ თემასთან დაკავშირებით არ აქვს,”-აცხადებს გიორგი გახარია.

banner
წინა სტატიაშინატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველო კვლავ წარმოჩნდა, როგორც სამაგალითო ქყვეყნა დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით
შემდეგი სტატიასააკაშვილი საბანკო სექტორში განსახორციელებელ ცვლილებებზე საუბრობს