გახარია – აბაშიძე-კარასინის ფორმატი არის ერთადერთი ორმხრივი არხი ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად

აბაშიძე-კარასინის ფორმატი არის ერთადერთი ორმხრივი არხი პირველ რიგში, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ახლა სარგებელი მოაქვს, თუ არ მოაქვს – ცოტა ისეთი საკითხია, მაგრამ თავისი თავი არ ამოუწურავს, რადგან ეს არის ერთადერთი ორმხრივი არხი პირველ რიგში, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად. ეს არხი სულაც ცალმხრივი რომ იყოს, მასზე უარის თქმა, ვფიქრობ, არ არის სწორი, რადგან ეს არხი ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, განსაკუთრებით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ჰუმანიტარული და ეკონომიკური განზომილების მიმართ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგახარია – ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ლარის კურსზე წნეხი მინიმუმამდე დავიყვანოთ
შემდეგი სტატიაგახარია – მთის მოსახლეობის მხარდაჭერა არის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი