გახარია: 2012 წელს, ივანიშვილმა მშვიდობიანად გადადგა ერთი ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიისკენ

“გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს 1-ელი ოქტომბერია. 2012 წელს ქართველმა ხალხმა, პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მშვიდობიანად გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიზაციისკენ, რომლის შედეგებსაც ჩვენ დღეს ვხედავთ, რომლის შედეგების და მიღწევების გამოხატვაა ის, რომ ასე ღიად ვსაუბრობთ ექსპერტებთან, ჟურნალისტებთან და ვთვლით, რომ ეს ჩვენი ვალდებულებაა. პირველ რიგში, მინდა მივულოცო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც გულწრფელად იღებდა მაშინ მონაწილეობას სამოქალაქო აქტივობებში. ასევე ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. ასეთი გამარჯვებები ჩვენ ყველას კიდევ ბევრი გვექნება ”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან თქვა.

2012 წლის 1 ოქტომბერს, ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობა მიესალმება ეროვნული ბანკის განცხადებას და საბანკო-საფინანსო სფეროში მის მიერ დაანონსებულ ქმედებებს -გვენეტაძე
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ის ნაბიჯები რაც ეროვნულმა ბანკმა გადადგა უცხოურ ვალუტაში განთავსებული რეზერვების რეგულირების შემსუბუქებისთვის სრულ მხარდაჭერას იმსახურებს მთავრობის მხრიდან