გაიზარდა თუ არა დანაშაული საქართველოში – შსს-ს ოფიციალური სტატისტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში 35 997 რეგისტრირებული დანაშაული დაფიქსირდა აქიდან 57,4 % ანუ 20 661 დანაშაული გახსნილია. დანაშაულის 40% დედაქალაქზე მოდის, ხოლო 2015 წელს რეგისტრირებული იყო 35096 დანაშაული.

რაც შეეხება საქართველოში რეგისტრირებულ დანაშაულს ტერიტორიული განაწილების მიხედვით, ოფიციალური ინფორმაციით, დანაშაულთა 40,5 % მოხდა თბილისში, 8,3 % – ქვემო ქართლში, 3,1 % – გურიაში, 10,8 % – აჭარაში, 8,9 % -სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10,5 % – იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 3,2 % – სამცხე-ჯავახეთში, 5,4 % – შიდა ქართლში, 6,5 % – კახეთში, 2,7 % – მცხეთა-მთიანეთში, 0,1 % – აფხაზეთში.
უწყების ინფორმაციით, 2015 წელთან შედარებით 2016 წელს დანაშაული 2%-ით არის გაზრდილი.

„ათწლიან დინამიკაში დანაშულის კლების ტენდენცია სტაბილურია, მხოლოდ წინა წელთან შედარებით არის 2,5%-ითა გაზრდილი დანაშაული, ისიც გარკვეული მიზეზების გამო, რომელიც მათ შორის, გულისხმობს ჩვენს აქტივობას იგივე კიბერდანაშაულთან, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელია სტაბილურად გაზრდილია,“- განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმაია რჩეულიშვილმა გულის ოპერაციის გაკეთებაზე უარი განაცხადა
შემდეგი სტატიაპაკელიანი ნამდვილად წაიქცა, თუმცა დაზიანებები თავის არეში ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული-ადვოკატი