6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

გაიზარდა სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩასარიცხ აბიტურიენტთა რაოდენობები პროგრამების მიხედვით – ახალი დადგენილება

ცვლილებები განხორციელდა სახელმწიფო უნივერსიტეტებში ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე ჩასარიცხ პირთა ოდენობების შესახებ დადგენილებაში.

კერძოდ, შეიცვალა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დადგენილება „2026-2027 სასწავლო წლისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდებით/სამაგისტრო გამოცდებით და ერთიანი ეროვნული გამოცდების/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის შესახებ“.

სახელმწიფო უნივერსიტეტებში კონკრეტულ პროგრამებზე კვოტები გაზრდილია და ჯამში 2026 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებმა 21 574 პირველკურსელი უნდა მიიღონ.

გაზრდილია მაგისტრატურაზე მისაღები ადგილების რაოდენობაც და ახალი დადგენილებით 3 335-ით განისაზღვრა.

ის, რომ პრემიერ-მინისტრის დადგენილება შეიცვლებოდა, 14 თებერვალს გახდა ცნობილი, როდესაც ირაკლი კობახიძემ ამ მიმართულებიც განცხადება პირდაპირ ეთერში გაააკეთაა.

banner
წინა სტატიაშიჯანგველაძის მკვლელობა – გიორგი კაჭკაჭიშვილმა ძმებ მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი მესამედ განაცხადა
შემდეგი სტატიასაქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ალბანეთის სარეიტინგო ტურნირზე ორი მედალი მოიპოვა