გაიწვიეთ უკან კანონი, რომელსაც ქართველმა ხალხმა დაარქვა “რუსული კანონი“ – ანა ნაცვლიშვილი

“ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი “ოცნებას” მოუწოდებს, აუხსნას საზოგადოებას, რატომ არ დაუშვეს კომიტეტის სხდომაზე ონლაინ ჟურნალისტები, სადაც რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს. ამის შესახებ მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ამასთან, ოპოზიციის წევრმა ხელისუფლების ოპონენტების სახელით რუსული კანონის უკან გაწვევა მოითხოვა.

“ვაყენებ წინადადებას, რომ თქვენ, საზოგადოებას, რომელიც გვისმენს და გვიყურებს, მიაწოდოთ სრული ინფორმაცია, ვინ მოგმართათ სხდომაზე დაშვების თხოვნით, მათ შორის ონლაინ მედიაპლატფორმებმა და ამის შემდეგ გვითხრათ, რა ნაწილი დაუშვით იმ ადამიანებისა და ორგანიზაციებისა, რომლებსაც სრულიად ლეგიტიმური სურვილი ჰქონდათ. თუ შეიძლება წარმოადგინეთ სრული სია და დასაბუთება რატომ არ არიან, მაგალითად, ონლაინ მედიაპლატფორმები წარმომადგენლები დაშვებული, სააგენტოების წარმომადგენლები დაშვებული. დასაბუთება გვჭირდება, ვიცოდეთ, რატომ არა და მეორე, აქ არის ისეთი განწყობა, როგორც სხდომის წამყვანს მოგმართავთ, თქვენი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან, რომ თქვენ გინდათ, რომ არ იყოს აქ საუბარი და განხილვა და ჩაიშალოსს ხდომა. მეორე საკითხი, რომელსაც მე პროცედურაზე ვაყენებ პოლიტიკური ჯგუფი “ლელოს” სახელით და ასევე საპარლამენტო ოპოზიციის ძალიან ბევრი სხვა ჯგუფის წარმომადგენლის სახელით, ჩვენ ვაყენებთ წინადადებას, გაიწვიეთ უკან კანონი, რომელსაც ქართველმა ხალხმა დაარქვა “რუსული კანონი!” – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიოხანაშვილი რუსული კანონის ხსენებაზე ოპოზიციას მიკროფონს უთიშავს
შემდეგი სტატიაკომიტეტის სხდომის მედიასაშუალებების წარმომადგენლებისგან ჩაკეტვა სიმართლეს ვერ შეცვლის – თინა ბოკუჩავა