12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

გაიოზ ჩარკვიანი გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ პროკურატურასთან პროტესტს წყვეტს — საქმეზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პროკურატურასთან შიმშილობასა და აქციას წყვეტს.

მისი თქმით, შეხვედრაზე მიაღწიეს შეთანხმებას სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც საქმის დეტალებს ახლებურად განიხილავს:

„მივაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც უნდა დამდგარიყო ცოტა უფრო ადრე. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი. ამ სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით ძალიან ბევრია ნამუშევარი ჩემი და ჩემი კოლეგების მიერ, ასევე პროკურატურის მხრიდანაც…

საბჭოს წევრებს, ვინც იქ იქნებიან, მივაწვდით ინფორმაციას, რომ შესაბამისად, ახლებურად განიხილონ საქმე და მივაწვდით წერტილოვნად, სად რა არის განსახილველი, რათა 20 ტომის საქმის თავიდან წაკითხვა მართლა არ მოუწიოთ.

ადამიანი ხისთავიანი უნდა იყოს, რომ შეწყვიტოს ეს საქმე და გააგრძელოს აქცია. შეიქმნა საბჭო, ადვოკატთა კოლეგიით. აქედან გამომდინარე, რაღაზე უნდა ვიჯდე და რაღაზე უნდა ვიშიმშილო?! იმ ბრალდებულებს ხომ შევუწყობ ხელს, მე თვითონ რომ დავიზიანო ჩემი ჯანმრთელობა?!“ — განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა.

banner
წინა სტატიაშიპესკოვი: პუტინის G20-ის სამიტზე დასწრების შესახებ საუბარი ნაადრევია
შემდეგი სტატიაჯუანშერ ბურჭულაძემ, შესაძლოა, მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართოს — ადვოკატი