გაიმართა ვაჟა კაკაბაძის ახალი წიგნის პრეზენტაცია

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საგამოფენო დარბაზში გაიმართა საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტის, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ვაჟა კაკაბაძის მეოთხე წიგნის პრეზენტაცია. „ზღაპრის ფილოსოფია- 3“ – ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც აღწერილია საქართველოს უახლესი ისტორიის პოლიტიკური მოვლენები, კერძოდ “9 აპრილის ტრაგედია”, აფხაზეთის ომი და სხვა. წიგნში მოყვანილი პერსონაჟები და მათი ისტორიები რეალურია და დოკუმენტურ ფაქტებს ეფუძნება.
“მართალია წიგნს „ზღაპრის ფილოსოფია“ ჰქვია, მაგრამ, როგორც მისი წინამორბედი წიგნები, მასშიც ყველაფერი რეალურ ფაქტებზეა აგებული, უბრალოდ ზღაპრის ფორმა აქვს მიცემული და ეს იმიტომ, რომ ადვილი წასაკითხი იყოს”, -აღნიშნა პრეზენტაციაზე ვაჟა კაკაბაძემ.
მის ახლა წინგს მაღალი შეფასება მისცეს მოსულმა სტუმრებმა და ავტორს მორიგი წარმატებები უსურვეს.
ვაჯა კაკაბაძე არის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა ინსტიტუტის სამეცნიერო მეთოდური ცენტრის მეთოდისტი. არის 77 სამეცნიერო სტატიის ავტორი. აქვს ნაშრომები: გეოლოგიაში – “ცარცული პერიოდის განამარხებული ცხოველები (ზღვის ზღარბები)”. საქართველოში ნაპოვნი აქვს უძველესი ზღვის ცხოველი – ტრილობიტი.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის წევრი ელგუჯა გოცირიძე ხალხთან შესახვედრად “ვერტალიოტით” მივიდა ( ვიდეო)
შემდეგი სტატიამოცვი აუმჯობესებს ბავშვის ტვინის აქტიურობას