“გაიმარჯვებს თავისუფლება, გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს უკრაინა!” – ზელენსკი

„15 წელი გავიდა, რუსული ოკუპაცია რჩება – ეს ჭრილობა რჩება ქართული სახელმწიფოს სხეულზე. უკვე ბევრი ითქვა, რომ 2008 წელს მსოფლიო პრინციპული რომ ყოფილიყო, ბევრი რამ სხვაგვარად იქნებოდა. უკვე მაშინ რუსეთს უნდა გაეცნობიერებინა, რომ აგრესორი აგრესიაში ყველაზე დიდ ფასს გადაიხდის.

ეს აუცილებლად უნდა გააცნობიეროს ახლა. როდესაც უკრაინა მოიგებს ამ ომს, ის არა მხოლოდ შეაჩერებს რუსეთის აგრესიული მადის ზრდას, არამედ გადაარჩენს სხვა ერებს იმისგან, რასაც ჩვენ გავდივართ – უკრაინა, საქართველო და მოლდოვა.

ჩვენი გამარჯვება ყველას დაუბრუნებს ნორმალურობას – ეს დაასრულებს რუსეთის ოკუპაციას. უკრაინელები სოლიდარობას უცხადებენ ქართველ ხალხს და მადლობას ვუხდი საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ჩვენთან ერთად იცავს თავისუფლებას!

და განსაკუთრებით მათ, ვინც უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების შემადგენლობაში იბრძვის! გაიმარჯვებს თავისუფლება, გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს უკრაინა“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: როგორც მთავარსარდლისთვის, ორმაგად მტკივნეული იყო იმის ყურება თუ როგორ ესხმოდა თავს რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას, როგორ ნადგურდებოდა თანამედროვე საქართველო
შემდეგი სტატიაჩვენი სამშობლო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, მთავარია სათნო ვეყოთ შემოქმედს, რომ ღირსნი გავხდეთ მისი წყალობისა, შუღლით, ურთიერთმტრობით, სიცრუით ამას ვერ მივაღწევთ – ილია მეორე