“გაიმარჯვა იმ იდეამ, რომ ბიძინა ივანიშვილს ვუთხრათ არა” – “ევროპული საქართველო” არჩევნების შედეგებზე

“ევროპულ საქართველო” საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აფასებს. როგორც პარტიის წევრმა ირაკლი კიკნაველიძემ განაცხადა, მთავარია გაიმარჯვა იდეამ ივანიშვილის გარეშე.
“გარდაუვალი იყო, რომ მეორე ტური იქნებოდა. საბედნიეროდ ხელისუფლებას ეყო გონი და ჭკუა და რაღაცა სულელური გადაწყვეტილებები არ მიიღო ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია ის, რომ საერთო ოპოზიციურმა ძალებმა გაიმარჯვეს, გაიმარჯვა მთლიანად საპროტესტო ელექტროლიტმა საქართველოში და გაიმარჯვა იმ იდეამ, რომ ბიძინა ივანიშვილს ვუთხრათ არა და მე მგონია, რომ მეორე ტური სწორედ ამისთვის უნდა გამოვიყენოთ ყველამ და ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავუჭიროთ მხარი, ბიძინა ივანიშვილის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ და იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ძალიან დიდ ზიანს აყენებენ ჩვენს ქვეყანას” – არნიშნა ირაკლი კიკნაველიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში დემოკრატიაა და ორპარტიული სისტემისკენ მიდის პროცესები – ჯანელიძე
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე 38.5%, სალომე ზურაბიშვილი 37.6% – „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის შედეგები