გაიგზავნოს EU-ში ერთობლივი მიმართვა – მარგველაშვილი

გაიგზავნოს ევროკავშირში ერთობლივი მიმართვა – საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დღეს, თბილისში დაანონსებულ აქციაზე ინიციატივას გაახმოვანებს. მიმართვაში აღნიშნული იქნება, რომ საქართველოსთვის ახლა გადამწყვეტი მომენტი დგას, მნიშვნელოვანია მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი ამის შემდეგ კი ქვეყანას დაეკისროს, იმ მოთხოვნების შესრულება, რომელიც ევროკავშირისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

გიორგი მარგველაშვილის პოზიციაა, რომ თუ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება მოხდება, ეს ევროპელი პარტნიორებისთვის სერიოზული არგუმენტი იქნება.

“მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრი ხალხი იყოს, იმიტომ, რომ ნათლად უნდა გამოჩნდეს – ჩვენ, მიუხედავად პარტიული ან პოლიტიკური შეხედულებებისა, ვართ ადამიანები, რომლებსაც გვინდა თავისუფალ ერთა სივრცეში ცხოვრება. მივმართავ ყველა უმაღლესი თანამდებობის პირს, პრეზიდენტებს, პარლამენტის თავმჯდომარეებს, მოვაწეროთ ხელი. მოთხოვნები გასაგებია, მაგრამ ჯერ კანდიდატობა და მერე მოთხოვნები, რატომ?! იმიტომ რომ ახლა არის ძალიან გადამწყვეტი მომენტი ჩვენი რეგიონის ისტორიაში, საქართველო რუსეთის გავლენის გაღმა უნდა დარჩეს. თუ პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოხდება ამ რამდენიმე დღეში, ეს სერიოზული არგუმენტი იქნება ჩვენი პარტნიორებისთვის ევროპაში, რომ უარი ვერ გვითხრან”, – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი: რეალურად, მოლდოვას და უკრაინას სტატუსს აძლევენ ავანსად ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის
შემდეგი სტატია„ევროპის მთავარი მოთხოვნა და შესაბამისად ჩვენი მიზანიც, არის დეოლიგარქიზაცია“ – ლაშა დამენია