„გაიცეს კონკრეტულად ლოცვა-კურთხევა ზიარებაზე“ – მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები საპატრიარქოს მიმართავენ

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ისევ საპატრიარქოს მიმართავენ. უფლედამცველების რეაქცია მამა გიორგის მოძღვრის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც მის ზიარებაზე მზადყოფნა გამოთქვა.

ადვოკატები თვლიან, რომ ზიარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირმა უნდა მიიღოს, რათა შემდგომში კონკრეტულ სასულიერო პირზე დამდგარი შედეგების გადაბრალება არ მოხდეს.

„ოჯახის მოთხოვნა და ასევე ადვოკატების მოთხოვნა არის, რომ უშუალოდ საპატრიარქომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება მიღებული იქნეს მაღალი სასულიერო იერარქიის მქონე პირების მიერ, გაიცეს კონკრეტულად ლოცვა-კურთხევა იმასთან დაკავშირებით, რომ დეკანოზი აზიარონ. შესაბამისად, ჩვენი პროტესტი და პირველ რიგში ოჯახის პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ საპატრიარქო არ აიღებს ამ პასუხისმგებლობას, რომელი პასუხისმგებლობაც დიახაც, მასზე არის,“ – აცხადებს ადვოკატი გიორგი ფანცულაია.

banner
წინა სტატიაში“რა დამოკიდებულებაა თქვენი პარლამენტის მიმართ? რაღაც გადაწყვეტილებებს მიიღებთ, მერე გვაცნობებთ და ელოდებით, რომ ტაშს დაგიკრავენ?” – კახიძე ბატიაშვილს მიმართავს
შემდეგი სტატიასექტემბრიდან პედაგოგების ანაზღაურება გაიზრდება