გაიცანით „ლინგოსთარის“ გამარჯვებული – წალენჯიხელი თათია ძაძამია
წალენჯიხელ მოსწავლეს, თათია ძაძამიას, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება აქვს. იგი ინგლისური ენის ოლიმპიადა „ლინგოსთარის“ გამარჯვებული გახდა და ქვეყნის მასშტაბით პირველი ადგილი მოიპოვა.
„ლინგოსთარი“ ინგლისური ენის ოლიმპიადაა, რომელიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ საკუთარი ცოდნა, უნარები და მიიღონ კონკურსის მთავარი პრიზი — 100%-იანი დაფინანსება.
თათიამ ოლიმპიადის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა, საუკეთესო შედეგი აჩვენა და ერთწლიანი სრული დაფინანსება დაიმსახურა. ეს გამარჯვება მისი შრომის, მიზანდასახულობისა და ცოდნის ღირსეული აღიარებაა.
თათიას წარმატება არა მხოლოდ პირადი მიღწევაა, არამედ მთელი წალენჯიხისთვის საამაყო ფაქტი.
წალენჯიხა ყოველთვის ღირსეულად პასუხობდა თავის მოწოდებას და დღესაც მოწოდების სიმაღლეზე დგას
ვულოცავთ თათია ძაძამიას ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს განათლების გზაზე!


















