გაგულია მესამედ გახდა აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის ხელმძღვანელი

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრის პოსტი მესამედ დაიკავა გენადი გაგულიამ – შესაბამის განკარგულებას ხელი პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მოაწერა. გაგულიამ ბესლან ბარციცი შეცვალა ამ პოსტზე. ახალი მთავრობის ფორმირებამდე მინისტრთა კაბინეტი ჩვეულ მუშაობას განაგრძობს – ნათქვამია განკარგულებაში.
გენადი გაგულია 1995-1997 და 2002-2003 წლებში იკავებდა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პოსტს.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიააფხაზეთის უნივერსიტეტში ჩინელები ცენტრს გახსნიან