გაგუას კლინიკაში ქალის გარდაცვალების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ გაგუას კლინიკაში ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რეგულირების სააგენტოში შეტყობინება თავად გაგუას კლინიკამ შეიტანა.

სამინისტროში ამბობენ, რომ, მომხდართან დაკავშირებით, უწყებაში გარდაცვლილის ოჯახის მხრიდან საჩივარი შესული არ არის.

გაგუას კლინიკაში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. როგორც ირკვევა ქალმა 30 აპრილს იმშობიარა, 1-ელ მაისს კი კლინიკაში გარდაიცვალა.

ახალშობილი თავს კარგად გრძნობს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი ქართულ მედიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს
შემდეგი სტატიასაია:საჯარო სამსახურებში ოპტიმიზაციის შედეგად 2300 ადამიანი გათავისუფლდა