გაგუა – რაც მალე აიცრებიან ორსულები, მიტ უფრო დიდი შანსია, რომ ეს გართულებები არ გვქონდეს

გაგუას კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გაგუა ამბობს, რომ კორონავირუსის ინდური შტამი ორსულებში უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ამიტომ მათთვის აცრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გაგუას თქმით, რაც მალე აიცრებიან ორსულები მით უფრო დიდი შანსია, რომ გართულებების შანსი აღარ იყოს.

“ორსულ ქალს ჯანმრთელობა და სიცოცხლე რომ შეუნარჩუნდეს, ის აუცილებლად უნდა აიცრას და ამის უკუჩვენება არ არსებობს. ზუსტად იმიტომ ვიღებთ ასეთ შედეგს. რაც მალე აიცრებიან ორსულები, მიტ უფრო დიდი შანსია, რომ ეს გართულებები არ გვქონდეს”,-თქვა დავით გაგუამ.

banner
წინა სტატიაში“ყორადილ ნაძირალა” – ნიკა გვარამია ღარიბაშვილზე
შემდეგი სტატიაალექსანდრე ღვთისიაშვილი – ავღანეთიდან ადამიანების უსაფრთხოდ გამოყვანის პროცესში ქართული მხარის ჩართულობა მნიშვნელოვანია