გაგრის სოფელი აიბღა როსრეესტრში გაატარეს როგორც რუსეთის ტერიტორია

საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარე სოფელი აიბღა, რომელიც აფხაზეთში მდებარეობს და გაგრის რაიონს ეკუთვნის, როსრეესტრში დარეგისტრირდა როგორც რუსეთის ტერიტორია. სოფელი მდინარე ფსოუს ნაპირზეა გაშენებული და 26-ვე მოსახლე რუსია. 2014 წელს, როცა სოჭში ოლიმპიადა ჩატარდა, რუსმა მესაზღვრეებმა სოფელში საგუშაგოები აღმართეს.

როსრეესტრში გატარებული რეგისტრაციით აიბღა კრასნოდარის მხარეს, ქალაქ სოჭს ეკუთვნის – cyxymu.info ავრცელებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “თაიმერი” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს, როგორც კი მიიღებს, მაშინათვე გაგაცნობთ.


banner
წინა სტატიაშიყაჩაღობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატიაოკუპანტები გუგუტიანთკარში – აკაკი ზოიძე ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს და ოპონენტებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს