გაგრძელდება რუსეთთან პრაგმატული და დაბალანსებული პოლიტიკა

რა თქმა უნდა, გაგრძელდება რუსეთთან პრაგმატული და დაბალანსებული პოლიტიკა დეესკალაციის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტებთან” შეხვედრისას განაცხადა.

”კიდევ უფრო განვამტკიცებთ სტრატეგიულ თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, განვამტკიცებთ ურთიერთობებს მეზობელ და რეგიონის სახელმწიფოებთან, განვავითარებთ სტრატეგიულ პროექტებს. მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ანტიტერიორისტული კოალიციის ფარგლებში ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინირებული და ეფექტური თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, გაგრძელდება რუსეთთან პრაგმატული და დაბალანსებული პოლიტიკა დეესკალაციის მიმართულებით, თუმცა ეს არ მოხდება საქართველოს სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესების შელახვის ხარჯზე”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერობის კანდიდატის თქმით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა აფხაზი და ოსი ძმების შერიგებისთვის.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ უნდა გაიაროს სუს-ისა და ნატოს უსაფრთხოების სამსახურის შემოწმება
შემდეგი სტატიასაყდრისის დანგრევის გამო ციხეში მოხვდებით