გაგრასთან ახლოს ტყის მასივი იწვის

აფხაზეთში, ქალაქ გაგრასთან ახლოს ტყის მასივი იწვის. ცეცხლმა მოიცვა 4 კვადრატული კოლომეტრი. ხანძარი გასულ ორშაბათს გაჩნდა და მისი ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ციცაბო ფერდობის გამო ადგილობრივ მეხანძრეებს უჭირთ ტექნიკის გამოყენება. ხანძრის ჩაქრობაზე გაგრის სამაშველო სამსახურის 80 მაშველი მუშაობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძე შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს
შემდეგი სტატიაუარი პოლიტიკური ნიშნით სამედიცინო მომსახურებაზე – ინგოროყვას კლინიკის ექიმის პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავენ