გაგრაში 17 წლის გოგო მე-6-ე სართულიდან გადახტა

აფხაზური მედიის ცნობით, 9 მაისს გაგრაში მცხოვრებმა ელიზავეტა რაჯაბოვამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-6-ე სართულიდან გადახტა და დაცემის ადგილზევე გარდაიცვალა. სამსამართლოს საამედიცინო ექსპერტის აშოტ ჩაკრიანის განცხადებით, მორგში, სადაც გარდაცვლილის გვამი იქნა გადატანილი, გაკვეთა და სიკვდილის მიზეზის დადგენა არ მომხდარა. ,,მამამ, რომელიც თვითმხილველი იყო შვილის თვითმკვლელობის, გვამის გაკვეთა არ ისურვა, რასაც პროკურატურაც დაეთანხმა,, აცხადებს ჩაკრიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, ელიზავეტა რაჯაბოვას მამამ მედიასთან დაადასტურა, რომ მას ადრე მეორე ქალიშვილიც დაეღუპა, რომელიც წყალში დაიხრჩო.

banner
წინა სტატიაშილიბანელი ჩერქეზები აფხაზეთს ეწვივნენ
შემდეგი სტატიააფხაზეთში იმყოფებოდა ბიზნეს-დელეგაცია გერმანიიდან