გაგი მოსიაშვილი – თუ სტრასბურგის სამოტივაციო ნაწილში გარკვეულ პირთა პასუხისმგებლობაზე იქნება საუბარი, ამ მიმართულებით შეიძლება, განვითარდეს პროცესები

region
ავტ.: region ივლისი 18, 2019 16:55

გაგი მოსიაშვილი – თუ სტრასბურგის სამოტივაციო ნაწილში გარკვეულ პირთა პასუხისმგებლობაზე იქნება საუბარი, ამ მიმართულებით შეიძლება, განვითარდეს პროცესები

სამოტივაციო ნაწილში რა გარემოებებზე უთითებს სტრასბურგის სასამართლო, ესაა შესასწავლი. თუ გარკვეულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხზეც იქნება საუბარი, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც შეიძლება განვითარდეს პროცესები, – ამის შესახებ ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.

გაგი მოსიაშვილის თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ვაზაგაშვილის მიმართ სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ჩაიდინეს დანაშაული

„მრავალი წელი, 2006 წლიდან მოყოლებული ჩვენი მიზანი იყო, დაგვედგინა ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის მიმართ განხორციელდა სიცოცხლის უფლების ხელყოფა. ჩვენ საიას დახმარებით, 2009 წელს სტრასბურგის სასამართლოს მივმართეთ და ფაქტობრივად ათი წლის თავზე, თუ შეიძლება ამას დავარქვათ სამართლიანობის ზეიმი, სტრასბურგმა დაადგინა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე სიცოცხლის უფლების დარღვევის ხელყოფის ფაქტი. ეს უდაოდ ნიშნავს იმას, რომ ვაზაგაშვილის მიმართ სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ჩაიდინეს დანაშაული. ამ შემთხვევაში არა რომელიმე ინდივიდი, არამედ სახელმწიფო დაზარალდა, ვინაიდან სახელმწიფოს დაეკისრა თანხის გადახდა ოჯახისთვის.

2007-08 წლის პერიოდში საგამოძიებო უწყებამ განმარტა, რომ არ იყო დანაშაული კონკრეტულ პირთა მიერ ჩადენილი და საქმის წარმოება შეწყდა, თუმცა 2013 წლიდან საქმის განახლება მოხდა და ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კონკრეტულ პირთა მიმართ დადგა სიახლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

ამასთან ვაზაგაშვილების ადვოკატის თქმით,

„გადაწყვეტილებას სრულყოფილად გავეცნობით. იქ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები უნდა იქნეს შესრულებული სახელმწიფოს მხრიდან. არა მარტო კომპენსაციას ვგულისხმობ. ჩვენ ვიცნობთ სარეზოლუციო ნაწილს და მიმდინარეობს დოკუმენტის სრულყოფილი გაანალიზება, გარდა იმისა რომ კომპენსაციის ნაწილი არის აქ დავალდებული სახელმწიფოსთვის, ასევე სამოტივაციო ნაწილში რა გარემოებებზე უთითებს, ესაა შესასწავლი. ამ შემთხვევაში, თუ გარკვეული სახის პირთა პასუხისმგებლობის საკითხზეც იქნება საუბარი, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც შეიძლება, განვითარდეს პროცესები“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე დღეს გადაწყვეტილება გამოაცხადა და სახელმწიფოს 50 000 ევროს გადახდა დააკისრა.

region
ავტ.: region ივლისი 18, 2019 16:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,206
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics