გაგებაში არ ვარ – კალაძე ამტკიცებს, რომ ყურის მოჭრით დასჯილი “გლობუსას” შესახებ არაფერი იცის

„გაგებაში არ ვარ საერთოდ“ – ასეთია კახა კალაძის პასუხი კომპანია “ნილის” გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. ეს სწორედ ის კომპანიაა, რომელიც საბავშვო ბაღებს საკვებით ამარაგებდა. ცნობილი გახდა, რომ მისი არაფორმალური მფლობელი ირაკლი გიორგობიანი იგივე “გლობუსა” გაიტაცეს და ყური მოაჭრეს.

კრიმინალური გარჩევა ირაკლი გიორგობიანის ბიზნეს საქმიანობას უკავშირდება. არსებული ინფორმაცით, გიორგობიანმა მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ მისი კომპანიის თანამშრომელი ფარულ გარიგებაში იყო კონკურენტ ფირმასთან, რასაც საქმის გარჩევა მოჰყვა. დაპირისპირება კი სისხლიანი გარჩევით დასრულდა და “გლობუსას” ყური მოაჭრეს.

კახა კალაძე აცხადებს, რომ მისთვის ეს ინფორმაცია უცნობია.

„წარმოდგენა არ მაქვს, თუ არის რაიმე კანონდარღვევები მის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, შესაბამისმა სამსახურებმა უნდა გამოიძიონ, დააკავონ დამნაშავეები და პასუხი მოთხოვონ,“ -განაცხადა კახა კალაძემ.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა თბილისის საკრებულოს ენმ-ს წევრმა. ლევან ხაბეიშვილი მომხდარში კახა კალაძის ინტერესებს ხედავს. მისი თქმით, კალაძემ ბავშვების კვებაშიც კი შეიტანა მაფიოზურ-ქურდული გარჩევები.

კახა კალაძემ ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

“ხაბეიშვილი არის ჯამბაზი. არ არის საინტერესო ხაბეიშვილს ვუპასუხო,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისასტიკად დასჯილი ბიზნესმენი – “ნილის” არაფორმალურ მფლობელს, “გლობუსას” ყური მოაჭრეს
შემდეგი სტატიამალხაზ მაჩალიკაშვილი : ხელისუფლებას ჩემი განადგურება უნდოდა, მაგრამ ვერ მივართვი