გაერთიანებულმა ოპოზიციამ რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა

გაერთიანებულმა ოპოზიციამ „დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველო“ რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. მას შემდეგ, რაც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გაგა აფციაურმა, ოპოზიციური პარტიის მოთხოვოვნა ბიულეტენების ხელახლა გადათვლასთან დაკავშირებით უსაფუძვლოდ მიიჩნია , დაპირისპირებამ საოლქო საარჩევნო კომისიიდან სასამართლოში გადაინაცვლა. სასამართლო სხდომა დღეს გაიმართა. მოსამართლემ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა , საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა .
,,დემოკრატიული მოძრაობა“ გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში აპირებს.

banner
წინა სტატიაშიაქცია პროკურატურასთან – უფლებადამცველებმა ნუცუბიძეზე გარდაცვლილის საქმეზე პატრულის სამხრე კამერების გადაღებული კადრების გასაჯაროება მოითხოვეს
შემდეგი სტატიაშსს-ს მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს