“გაერთიანებულმა დემოკრატებმა” ლევან მურუსიძის წინააღმდეგ სპეციალური პეტიცია შეიმუშავეს

გაერთიანებულმა დემოკრატებმა ლევან მურუსიძის წინააღმდეგ სპეციალური პეტიცია შეიმუშავეს. საპარლამენტო ოპოზიციამ დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში გადაგზავნა.

პეტიციაში ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ თანამდებობები.

გაერთიანებული დემოკრატები მიიჩნევენ, რომ ბოლო პროცესები, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს, დამოუკიდებელი, სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლოს დასამარებაა.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საზოგადოების დიდ ნაწილს მის მიმართ გააჩნია აშკარა მიუღებლობა.

თავისუფალი დემოკრატების კიდევ ერთი წევრის, ვიქოტი დოლიძის განცადებით, პარტიის სურვილი, ეს საკითხი მაქსიმალურად წინ იქნას წაწეული.

„ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად წამოვწიოთ ეს საკითხი და საზოგადოების, არასამთავრობო და ასევე არასაპარლამენტო წრეებთან ერთად ვიმუშაოთ მაქსიმალურად იმ მიმართულებით, რომ სამართლიანობა ამ საკითხთან დაკავშირებით მაინც აღდგეს. მურუსიძის ადგილი და მურუსიძის სასამართლო უკვე დასრულდა ამ ქვეყნაში,“ – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

banner
წინა სტატიაში“თუ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ჩვეულ სამუშაო რეჟიმში ვერ ჩადგებიან, ახალი თანამშრომლებით ჩანაცვლდებიან “
შემდეგი სტატიათელავში მოკლული პოლიციელი გელა ლამაზაშვილია