29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი თანამდებობას ტოვებს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი პრემიერ-მინისტრისა და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის თანამდებობიდან გადადგება.

სტარმერის თქმით, პოლიტიკაში მილიონობით ადამიანის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლისთვის მოვიდა. მან ისაუბრა იმ გზაზე, რომელიც „ლეიბორისტებმა“ 2024 წლის ივლისიდან, ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდიდან გაიარეს.

სტარმერის თქმით, მემკვიდრეობით მიიღო „პოლიტიკურად, ფინანსურად და მორალურად გაკოტრებული“ „ლეიბორისტული პარტია“, რომელიც შეცვალა „ანტისემიტიზმის შხამის ამოღებით“.

„ეკონომიკის, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მიმართ ნდობა აღდგა“, – აღნიშნა სტარმერმა.

მისი თქმით, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო, ქვეყნის პირველ ადგილზე დაყენებას ეხებოდა.

სტარმერის ინფორმაციით, დილით მეფე ჩარლზ III-ეს ესაუბრა და გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება აცნობა.

ამასთან, მან ლეიბორისტული პარტიის ეროვნულ აღმასრულებელ კომიტეტს სთხოვა, შეემუშავებინათ გრაფიკი, რომლის მიხედვითაც ლიდერობის კანდიდატების წარდგენა 9 ივლისს დაიწყება და შემოდგომამდე დასრულდება.

BBC-ი წერს, რომ ეს ნიშნავს, რომ ახალ ლიდერს, სექტემბერში პარლამენტის დაბრუნებამდე აირჩევენ. მანამდე კი სტარმერი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დარჩება.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: იძახიან, მიშა და ბიძინა ერთიაო, რა სისულელეა, ივანიშვილი დგას ფულზე, ძალადობაზე და დაშინებაზე
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია: დარწმუნებული ვარ ერთობის, ალიანსის აუცილებლობაში