9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

xr:d:DAFDdE1mt6s:182,j:37288921120,t:22100615

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც სამძიმრის წერილშია ნათქვამი, მეფე ჩარლზი გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებს, მორწმუნეებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც გლოვობს პატრიარქის გარდაცვალებას.

„ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. ის სამუდამოდ დარჩება ჩვენს ხსოვნაში, როგორც ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოღვაწეობას, სულიერ მეგზურობას და ქართველი ხალხის მუდმივ მსახურებას. მისი მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს. გამოვხატავ ჩემს გულწრფელ სამძიმარს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებისა და მორწმუნეების, ასევე ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გლოვობს მის გარდაცვალებას“, – ნათქვამია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდისადმი გაგზავნილ წერილში.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: იქნებ, ხვალიდან, ერთიანობის დიდებულებამ დათრგუნოს უდიდესი სიძულვილი, რომელიც წალეკვით გვემუქრება
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი: სახალხო ქადაგების დროს, პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ თვისებას